მოგეხსენებათ, გერმანულ ფეხბურთში, „50+1“ წესი მოქმედებს, რომლის მიხედვითაც კერძო ინვესტორს კლუბის 51% იანი წილის ფლობა და სრულუფლებიანი მმართველობის უფლება არ აქვს. გერმანიაში, განსაკუთრებით იცავენ გულშემატკივართა როლს.
„რაც უფრო მალე დასრულდება ეს სისტემა, მით უფრო სწრაფად მოღონიერდება გერმანული ფეხბურთი. არ მესმის, რას ნიშნავს, მთელმა ქვეყანამ ვმართოთ ფეხბურთი? სად არის ბოლო წლებში გერმანული საკლუბო ფეხბურთი? ძალიან დაბლა. თუკი მალე არ ვიმოქმედებთ, მალე ფერმერთა ლიგად გადავიქცევით და მაღალი კლასის მოთამაშეთა ემიგრაცია შეუქცევადი გახდება“.
მართლაც, ძალიან საინტერესოა, რაგვარი გამოხმაურება ექნება ამ საკითხს, თუმცა „ბაიერნის“ წონად სიტყვას რეაგირება აუცილებლად მოჰყვება და ჩვენც დავუცადოთ.
GIPHY App Key not set. Please check settings