in

ნაპოლიმ პრეზენტაცია მოაწყო, კვარაცხელიას ოვაციებით შეხვდნენ

იტალიის ჩემპიონმა, რომელიც ახლა შეკრებაზეა, პრეზენტაცია მოაწყო – გულშემატკივრბს თასი და ფეხბურთელები წარუდგინა. ქომაგი კი ბლომად შეგროვდა.

პირველად პუბლიკის წინაშე ახალი მთავარი მწვრთნელი გავიდა და ტრადიციული სიტყვები თქვა: მადლობა გულთბილი დახვედრისთვის და ვეცდები იმედების გამართლებასო.

ფეხბურთელები ამპლუების მიხედვით გავიდნენ. კვარაცხელიას გამოჩენას ოვაციები და ხმაური მოჰყვა. ასევე გამორჩეულად შეხვდნენ ვიქტორ ოსიმენსა და გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს.

ბოლოს თასით კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გაბრძანდა და წარმოთქვა:
“მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის. დღეს გავაგრძელეთ კონტრაქტი ჩვენს კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოსთან 2029 წლამდე. და თქვენ იხილავთ სხვა კონტრაქტების გახანგრძლივებას უახლოეს დღეებში.
რუდი გარსიას წყალობით ჩვენ ვაშენებთ კონკურენტუნარიან გუნდს და შეკრების შემდეგ შემიძლია გითხრათ, რა მიზნისკენ შეიძლება ვისწრაფოდეთ წელს“.

დიმაროში მყოფი„ნაპოლი“ რამდენიმე სპარინგს ჩაატარებს, 19 აგვისტოს კი სერია ა-ს პირველ ტურში სტუმრად „ფროსინონეს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენები იგებენ და გოლები გააქვთ: რას შვრებიან ლეგიონერები

რა ვიშოვეთ პირველ ეტაპზე: ნახევარი მილიონი გარანტირებულია – ქართული კლუბების ევროშემოსავლები