გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის თასის პირველი ეტაპის მატჩი ითამაშა და მოკრძალებულ „როტის “ სტუმრად 6:0 მოუგო. სამწუხაროდ, გუნდს ვერ დაეხმარა ოთარ კიტეიშვილი. ქართველ ნახევარმცველს ტრავმა აწუხებს.
ოთარს ბოლო დროს ხშირად დასჩემდა ტრავმები და შესაბამისად ბევრიც გაუცდა. მაგალითად, 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის მარტამდე 170 დღე გაუცდა. როგორც ადგილობრივები წერენ, ამჯერზე შედარებით იოლი ფორმის დაზიანებაა – საუბარია აქილევსის მყესზე.
კიტეიშვილმა ამის გამო გამოტოვა წისასეზონო საკონტროლი თამაშები ნორვეგიულ „ბრნოსთან“ და თურქულ „გალათასარაისთან“. მეტიც, ბოლო დღეები გუნდთან ერთად არც უვარჯიშია.
GIPHY App Key not set. Please check settings