in

კალათბურთზე ბილეთების გაყიდვა იწყება: ფასი იმის მიხედვითაა, ჩანს თუ არა მოედანი

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობამდე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ბოლო საშინაო დაპირისპირებებს, თბილისის საერთაშორისო თასსზე, ირანის, იორდანიისა და მონტენეგროს ნაკრებებს დაუპირისპირდება. თბილისის საერთაშორისო თასის თამაშები 12-13 აგვისტოს, „თბილისი არენაზე“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გაიმართება ხოლო ბილეთების გაყიდვა 21 ივლისს tkt.ge-ზე დაიწყება!

გულშემატკივრისთვის შესაძლებელი იქნება „სათამაშო დღის“ ბილეთების შეძენა რომელიც როგორც საქართველოს ნაკრების ასევე სტუმარი გუნდების თამაშებზე დასწრების შესაძლებლობას იძლევა.

თბილისი არენაზე მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს:

ბილეთის ქონა სავალდებულოა ყველა ასაკის გულშემატკივრისთვის!

მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომლის ფასი განსაზღვრულია 15 ლარიდან 35 ლარამდე.

მე-2 იარუსი – 15, 20 ლარიანი ბილეთები.

1-ლი იარუსი –30 და 35 ლარიანი ბილეთები.

*ბილეთების ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე

მაყურებელთა საყურადღებოდ:

პირველ იარუსის ბილეთების მფლობელებისთვის დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) გამოყოფილი იქნება შესასვლელები.

მეორე იარუსის ბილეთების მფლობელი გულშემატკივრები „თბილისი არენაზე“ შესვლას შეძლებენ როგორც უნივერსიტეტის, ასევე ბარნაბიშვილის ქუჩაზე მდებარე შესასვლელებიდან.

უნივერსიტეტის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მოგიწოდებთ დარბაზში მოსასვლელად მანქანით არ ისარგებლოთ!

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს პირველი არხი – www.1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არ წახვიდე, არ დაგვტოვო: პსჟ-მ მბაპეს… მილიარდი ევრო შესთავაზა

ჩაკვეტაძეს ინგლისი გამოუვიდა: ჩემპიონშიპის უოტფორდი