პსჟ-ს მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა პარიზში, საკუთარ სახლში დააყაჩაღეს.
ხუთშაბათიდან პარასკევ ღამეს რამდენიმე მამაკაცი 24 წლის იტალიელის სახლში შევარდა. ბოროტმოქმედებმა კარი ჩამოიღეს, ძალა გამოიყენეს და დონარუმა და მისი მეუღლე ალესია დააბეს. ასევე გაკოჭეს დაცვის წევრი.
ზარალი 500 ათას ევროდ ფასდება. დონარუმამ და მისმა გოგონამ სახლთან ახლოს მდებარე სასტუმროში გადასვლა მოახერხეს (შუაღამის 3:20 სთ-ზე), რის შემდეგაც ისინი საავადმყოფოში მიიყვანეს შოკურ მდგომარეობაში.
დანაშაულს პარიზის ბანდიტიზმთან მებრძოლი ბრიგადა გამოიძიებს.
GIPHY App Key not set. Please check settings