საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ბერძნულ გრანდში „პანათინაიკოსში“ გადავიდა. ამის შესახებ SDNA იწუყება.
31 წლის ქართველი ფორვარდი იტალიურ „ვირტუსს“ ბაზარზე არ დაუყენებია, მაგრამ ჩვენიანის წასვლით ბოლონიურმა კლუბმა შესაძლოა დაახლოებით 3 მილიონი ევრო მაინც იშოვოს.
გასულ სეზონში შენგელია ევროლიგაზე საშუალოდ 9.4 ქულას, 3.1 მოხსნასა და 3.1 გადაცემას აგროვებდა.
ადრე დაიწერა, რომ თოკო ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ სურდა, მაგრამ შეთანხმებას, როგორც ჩანს, „პანამ“ მიაღწია.
თოკო „პანათინაიკოსის“ პირველი ქართველი არ იქნება: 15 წლის წინ ამ გუნდში საქართველოს ნაკრების დღევანდელი ცენტრი გიორგი შერმადინი მივიდა (2008-2010 წწ).
GIPHY App Key not set. Please check settings