in

ამ ატმოსფეროსთვის თამაშამდე მოვემზადეთ, მოგების ბოლომდე გვჯეროდა: მთავარია ტორპედო გავიდა

ქუთაისის „ტორპედომ“ ძალიან რთული თამაში მოიგო: სტუმრად „სარაევო“ პენალტების სერიაში დაამარცხა და კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა.

ტორპედომ ჯოჯოხეთს გაუძლო და გავიდა: ბოლოს გადარჩენილი და პენალტებით მოგებული თამაში

მატჩის შემდეგ ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა შეხვედრა შეაფასა:

„მადლობა „სარაევოს“, რომელმაც ღირსეული მეტოქეობა გაგვიწია. გულშემატკივრებმა კი სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს. წინასწარ მოვემზადეთ იმისთვის, რაც გველოდებოდა.
თამაშამდე სასტუმროში მოვამზადე ფეხბურთელები ამ ატმოსფეროსთვის, რადგან ზოგიერთს ასეთ გარემოში არ უთამაშია. მენტალურ მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

პირველი ტაიმში იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან მომენტები ვერ გამოვიყენეთ, „სარაევომ“ კი მატჩი უკეთ დაიწყო. შემდეგ თამაში გამოვასწორეთ.

ბოლომდე გვჯეროდა, რომ მოვიგებდით. მატჩის ბოლოს ფიზიკურად ძალიან გაგვიჭირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ხანმოკლე შეკრება გვქონდა, მადლობა ფეხბურთელებს, რომ ასე კარგად მოემზადნენ ტურნირისთვის.

როდესაც ფიზიკურად და მენტალურად მზად ხარ, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება გაუმკლავდე მეტოქეს, რომელსაც ასეთი მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი ამხნევებს.

„სარაევო“ უკეთესი გუნდია, მაგრამ მთავარია შედეგს მივაღწიეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. არ ვფიქრობ, რომ გაგვიმართლა. მაგრამ თუ გინდათ, რომ ასე ვთქვა, ნაწილობრივ დაგეთანხებით. თუმცა იღბალი რომ გწყალობდეს, ბევრი უნდა იშრომო.

გამარჯვებაში ყველამ თავისი როლი ითამაშა, ვინც ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო თამაში და ვინც მოედანზე შეცვლაზე შევიდა. მადლობა ფეხბურთელებს არა მხოლოდ ამ თამაშისთვის, არამედ ქუთაისის მატჩისთვისაც“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტორპედომ ჯოჯოხეთს გაუძლო და გავიდა: ბოლოს გადარჩენილი და პენალტებით მოგებული თამაში

ვისთან და როდის: 4-დან 3 ქართული გუნდი ევროპას აგრძელებს