ჟოზე მოურინიო პირველი მწვრთნელია, რომელმაც უეფას სამივე საკლუბო ტურნირის მოგება მოახერხა. ცხადია, ჯერ მას ვერავინ შეეცილება, რადგან კონფერენს ლიგა პირველად ჩატარდა და მოუმ „რომასთან“ ერთად იჩემპიონა.
განსაკუთრებული ვარო ხშირად უთქვამს და საკუთარი თავის საქებრად სხვადასხვა ხერხსაც მიმართავს, თან არცთუ უსაფუძვლოდ, ორი ჩემპიონთა ლიგის, ორი ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ტიტულები აქვს მოგებული.
მიხვდა რა, რომ პირველი იყო ამ მხრივ, ქმედებამაც არ დააყოვნა და უმალ სვირინგით დაიმშვენა მარჯვენა მხარი, სადაც მისი დიდი მიღწევების საერთაშორისო მუზეუმში იმოგზაურებთ.
ჟოზე, ჟოზე, რა შეცვლის პორტუგალიელს ანდაც, რატომ უნდა შეიცვალოს?
GIPHY App Key not set. Please check settings