in

კვარაცხელიას ამბავი: წარმატებულ ადამიანთა დამუნათების პოლიტიკა…

საიდან დავიწყოთ, რა გითხრათ და რით გაგახაროთ?! – ილია ჭავჭავაძის ცნობილი წერილის ძირითადი თეზისი აქტუალობას არ კარგავს და სამწუხაროდ, ქართველთაგან თანამემამულის დამუნათების წარმატებული პოლიტიკა გრძელდება.

გასული დღეების განმავლობაში, ალბათ, ყველაფერი მოისმინეთ. კვარას ნათქვამ სიტყვებზე ზოგიერთი „გამოჩენილი“ ადამიანის პასუხი და საზოგადოების მკაფიო და ჯეროვანი პასუხი.

არა, იმის თქმა, რომ ამ ყველაფრის მიზეზი ხვიჩას წარმატება და მავანთა შურია, მართებული არ იქნება. ნუ, ამის დამდასტურებელი მტკიცებულება არ გვაქვს და მავანთაგან განსხვავებით, გადაუმოწმებლად არაფრის დაბრალება ივარგებს.

რა მოხდა რეალურად? – ხვიჩას ჰკითხეს, რატომ დატოვეთ რუსეთიო და 21 წლის ბიჭმაც, ალბათ, იდეალური პასუხი გასცა. „ჩემს სამშობლოს ასე სჭირდებოდა და წამოვედი, თუმცა ეს შეკითხვა მაინც პოლიტიკური მგონიაო“. აქედან კი ნამდვილი სპეკტაკლი დაიწყო.

სახელებს არ ვიტყვით, ყველამ კარგად იცის ვინ და როგორ თქვა. მოკლედ, გამოხმაურება ასეთი იყო. ჯერ ხვიჩას ქართულად ნათქვამი სიტყვები დაამახინჯეს და ისე გემრიელად შეკრეს ისტორია, რომლის მიხედვითაც ხვიჩა პუტინის ახლო მეგობარია და არ გმობს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, როგორც დაგიბარებიათ.

21 წლის კვარაცხელიამ, მის ხელთ არსებულ პასუხთა შორის მინიმუმ ერთ-ერთი საუკეთესო მოიძია და ამაზე აღარ გავაგრძელებთ საუბარს. ბოდიშის მოხდით, მაგრამ რის საფუძველზე სთხოვთ ხვიჩას, რომ მერაბ კოსტავა იყოს ვერ ვიგებთ.

ცხოვრების განმავლობაში რამდენიც არ უნდა იყვიროთ, მის ღვაწლს მაინც ვერ გაუტოლდებით. მეტსაც გეტყვით, ყოველწლიურად ახალი ბურჭულაძე რომ დაიბადოს და ლა სკალა დაიპყროს, კვარას ღვაწლს მაინც ვერ გაუტოლდება. მოკლედ, საქართველოს ელჩზე ვსაუბრობთ მსოფლიოში და არა კონკრეტულად იტალიაში.

ეს ყველაფერი კი ისე არ უნდა გავიგოთ, რომ მას ყველაფრის უფლება აქვს და ერთ მშვენიერ დღეს თუკი ხვიჩა იტყვის, რა გინდათ, მშვენიერი პიროვნებაა ჩვენი ვალოდიაო ავდგეთ და მისი ნათქვამის გამართლებას მივყოთ ხელი. არა და კიდევ ერთხელ, დიდი არა! უბრალოდ, ბიჭმა გარკვევით თქვა – „ ჩ ე მ ს, ს ა მ შ ო ბ ლ ო ს, დ ა ს ჭ ი რ დ ა, დ ა, ა მ ი ტ ო მ, წ ა მ ო ვ ე დ ი, რ უ ს ე თ ი დ ა ნ ო“. თუკი ვინმეს მოსმენილის გააზრება არ გამოსდის ეს არც ხვიჩას და არც ჩვენი პრობლემა არაა.

კინაღამ დამავიწყდა, გუშინ ხვიჩამ მორიგი გოლი შეაგდო და სპალეტიმ თქვა- ვაჰ, ინსინიეს შემცვლელად ამაზე კარგი ვარიანტი რა გინდაო? კიდევ ერთხელ, სპორტული წარმატება საზოგადოებრივი ვალდებულებისაგან არავის ათავისუფლებს, მაგრამ ადამაინის ნათქვამი სიტყვების შეგნებულ დამახინჯებასა და მის ნებსით თუ უნებლიეთ ანტიპიარს სიბოროტე ეწოდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კრიშტიანომ ერთი სიტყვით უპასუხა: ფეიკი

რობერტ ლევანდოვსკი: მოდი, ბოლო კვირები დავივიწყოთ