კრიშტიანო რონალდომ უარყო ხმები ლისაბონის „სპორტინგში“ შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით.
ტელეარხ Sport TV-ის ინსტაგრამზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ 37 წლის ფეხბურთელის კუთვნილი ავტომობილი „ჟოზე ალვალადეს“ ტერიტორიაზე შეამჩნიეს – ეს კი ლისაბონური კლუბის საშინაო სტადიონია.
ამ პუბლიკაციას „მანჩესტერის“ ფეხბურთელმა კომენტარებში ერთი სიტყვით უპასუხა: ფეიკი.
რონალდო „მანჩესტერს“ არ გაყოლია წინასასეზონო ტურნეში, მიზეზი ოჯახურია.
ხშირად წერენ, რომ მას კლუბის გამოცვლა უნდა, რათა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს.
GIPHY App Key not set. Please check settings