in

ჩავიდა: გადაღლილი კვარაცხელია ნაპოლის შეუერთდა – დაბრუნდნენ ბიჭები

„ნაპოლი“ კარგა ხანია შეიკრიბა, მაგრამ ახალი მწვრთნელის რუდი გარსიას განკარგულებაში სრული გუნდი არ ყოფილა, ზოგიერთი ფეხბურთელის შვებულება გახანგრძლივდა, მათ შორის იყო ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც თბილისში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პარალელურად საბერძნეთში ისვენებდა, ბოლოს კი პარიზში იმყოფებოდა.

გადაღლილი ქართველი ფეხბურთელი გუნდს გუშინ შეუერთდა და მზადებასაც შეუდგება. მასთან ერთად მივიდნენ ლობოტკა, რაჰმანი, ელმასი, ოსტეგორი და ჟელინსკი, ოსიმენიც მალე ჩავა.

ბიჭები დაბრუნდნენ – დაწერა „ნაპოლის“ ფეისბუქგვერდმა.

„ნაპოლი“ რამდენიმე დღეა დიმაროს საწვრთნელ ცენტრში ემზადება. 24 ივლისს პირველ ამხანაგურ მატჩში სპალ-თან გამართავს. ისე, მანამდე, ხვალ, 20 ივლისს სამოყვარულო “ანანუესთან” წაივარჯიშებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე მეცში რჩება?

გოჩოლეიშვილმა აიაქსთან კარგად ითამაშა: შახტარი ახალი მწვრთნელის სამშობლოშია