in

ლუკა პარკაძეს ბაიერნი იჯარით ავსტრიაში უშვებს

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ლუკა პარკაძე თვით მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. მსოფლიო დონის გამორჩეულ გუნდში დამკვიდრება უკვე ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებსაც უჭირთ და რა თქმა უნდა ძნელი მოსალოდნელი იყო, რომ ჩვენიანი წელსვე შეძლებდა ბავარიელთა ძირითადში თამაშს. ის უფრო სამომავლო პერსპექტივით აიყვანეს და ალბათ სწორი გადაწყვეტილებაა პრაქტიკის მიზნით სხვა გუნდში გაშვება.

„ბაიერნი“ პარკაძეს ავსტრიაში გაუშვებს იჯარით და 18 წლის ქართველი თავის გამოჩენას „ადმირა ვაკერში“ შეეცდება. „ადმირა“ ავსტრიის ჩემპიონატის მე-2 ლიგაში თამაშობს. სხვათა შორის, გათამაშება უკვე ივლისში იწყება და „ადმირას“ 28 ივლისს უწევს პირველი ტურის მატჩი.

საინტერესოა, რომ „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ სიაში პარკაძეც შეიყვანა. მიუნხენური გრანდი პირველ შეკრებაზე ქალაქთან ახლოსაა, მიუნხენიდან 50 კმ-ში მდებარე ტეგერნზეს საწვრთნელ კომპლექსში.
„ბაიერნმა“ ამხანაგურ შეხვედრაში „ეგერნე“ 27:0 დაამარცხა.

გერმანიაში ახალი სეზონი 12 აგვისტოს აიღებს სტარტს. „ბაიერნს“ სუპერთასზე „ლაიპციგი“ ელოდება, ბუნდესლიგა კი 18 აგვისტოს იწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ეს უპირატესობა თბილისში აღარ გვექნება: ასტანამ დაცვას უნდა მიხედოს

მიქაუტაძე მეცში რჩება?