in

საუდეთის ლიგა ამერიკულს ჯობია: ევროპაში არ დავბრუნდები, აღარ ვარგა

„ალ ნასრის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთის ჩემპიონატი MLS-ის შეადარა, სადაც მისი მთავარი კონკურენტი ლეო მესი გადავიდა.

„საუდეთის ლიგა უკეთესია. აქ გადმოსვლისთვის მაკრიტიკებდნენ, მაგრამ ახლა რა მოხდა? მე გავხსენი გზა საუდის არაბეთისკენ და ახლა ყველა აქ მოდის. ერთ წელიწადში ეს ლიგა გაუსწრებს თურქეთს და ნიდერლანდებს“.

კრიშტიანომ ევროპაში დაბრუნებაზეც ისაუბრა:
„მე არ დავბრუნდები ევროპულ ფეხბურთში. კარი სრულად დაიკეტა. ევროპულმა ფეხბურთმა მაგრად დაკარგა ხარისხი. მართლაც ძლიერი მხოლოდ პრემიერლიგაა, ის ყველას უსწრებს“.

ამასობაში „ალ ნასრი“ ამხანაგურად შეხვდა ესპანურ „სელტას“ და 0:5 წააგო (თამაში პორტუგალიაში ჩატარდა, ალგარვეში). რონალდო კაპიტნის სამკლაურით გავიდა და 48-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში ჯერ 0:0 იყო. დებიუტი ჰქონდა მარსელო ბროზოვიჩსაც.
მომდევნო შეხვედრას „ალ ნასრი 20 ივლისს“ ბენფიკასთან“ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აბა მამარდა: ბაიერნი ბრენტფორდის იაფიან მეკარეს ყიდულობს

არსენალს მსოფლიოში ყველაზე ძვირი შემადგენლობა ჰყავს: სიტი და პსჟ-ც კი უკან არიან – ნაპოლის ცოტა დააკლდა