in

აბა მამარდა: ბაიერნი ბრენტფორდის იაფიან მეკარეს ყიდულობს

მიუნხენის „ბაიერნი“ ახალ მეკარეს ეძებს და აქტიურად იწერება გიორგი მამარდაშვილის თაობაზე. თუმცა ჩვენიანზე გამომრიცხავი სიახლეებია. მთავარი აქ ფასია. ქართველი იაფი არ ღირს, „ბაიერნს“ არ სურს დიდი ფულის გადახდა და მით უმეტეს, როდესაც ასეთი მეკარე შესაძლოა სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდეს, როდესაც მანუელ ნოიერი დაბრუნდება. სკამზე ჯდომა არ უნდათ იან ზომერსა და ალეკსანდრ ნიუბელს, ამიტომაც შვეიცარიელი „ინტერს“ დათანხმდა, ნიუბელიც წასვლას აპირებს და ვაკანსიაც გაჩნდა.

მამარდაშვილი 99%-ით ბაიერნშია, მამარდაშვილი რეალური აღარ არის – რა ხდება გიორგიზე

მიუნხენური გრანდი კი „ბრენტფორდის“ მეკარე ტომას სტრაკოშას ყიდვას გეგმავს. 28 წლის ალბანელის ფასი Transfermarkt-ის მიხედვით 3.5 მლნ ევროა, რომელსაც ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს.

მამარდაშვილში კი „ვალენსია“ 30 მილიონს ითხოვს და ვაჭრობის მერე შესაძლოა დაუკლოს კიდეც, მაგრამ სხვაობა მაინც დიდი გამოდის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალი სტაბილურია: შემოსავლები იმატებს, ვალი მცირდება

საუდეთის ლიგა ამერიკულს ჯობია: ევროპაში არ დავბრუნდები, აღარ ვარგა