„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დი ლაურენტისმა განაცხადა, რომ იტალიური კანონები სერია ა-ს კლუბებს ხელს უშლის.
„ნაპოლიში“ ცოტა სამხრეთამერიკელია? ეს ყველაფერი ფინი-ბოსის კანონის გამო (კანონი იმიგრაციაზე, რომელიც იტალიაში 2000-იანების დასაწყისში მიიღეს).
ინგლისი ადრე ევროკავშირის წევრი იყო, ახლა – აღარ. ამის შესახებ ჯოვანი მალაგოს (იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი) და გაბრიელე გრავინეს (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი) რომ ელაპარაკათ, ურიგო არ იქნებოდა. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც შეიძლება მხოლოდ ორი არაევროკავშირელი მოთამაშე იყოს.
ცუდი არ იქნებოდა დიალოგი. მალაგო გვერდზე უნდა გადგეს, რადგან მთელ იტალიურ სპორტს ფეხბურთი აფინანსებს. ჩვენ კიდევ გავიფორმებთ რამდენიმე ფეხბურთელს ისე, რომ ფინი-ბოსი არ დავარღვიოთ.
იტალიაში არ შეიძლება კანონის წინააღმდეგ წასვლა. კლუბებს არ შეუძლიათ თავის გემოზე იმოქმედონ, რადგან ძალიან ბევრი შეზღუდვაა ბიზნესისთვის. აი რატომ გვიწევს გამოსავლის ძებნა“, – აღნიშნა დი ლაურენტისმა.
GIPHY App Key not set. Please check settings