ლეო მესის პრეზენტაცია „ინტერ მაიამიში“ შედგა. მასთან ერთად სერჟიო ბუსკეტსიც წარადგინეს.
თავისუფალ აგენტად მისული მესის კონტრაქტი 2025 წლამდეა. 36 წლის არგენტინელი ბუნებრივია მე-10 ნომრით ითამაშებს.
ბუსკეტსი ასევე 2025 წლმდე იქნება მაიმიში და 5 ნომრით ითამაშებს.
ლეომ ორიოდ სიტყვაც თქვა:
„მიხარია მაიამიში რომ ვარ და დიდი სურვილი მაქვს გუნდისთვის ვიბრძოლო და დავეხმარო გაზრდაში. მაგარი დრო გველოდება, ყველაფერს გავცემ, რაც შემიძლია!
დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მშვენივარდ იქნება. ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ ამ მოგზაურობას“, – განაცხადა პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელმა.
კლუბის თანამფლობელმა დევიდ ბექჰემმა მესისთან ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და მიაწერა: „ოცნება რეალობად იქცა“.
ბექჰემმა ასევე გამოიყენა თხის ემოჯი, რაც ნიშნავს G.O.A.T (Greatest Of All Time) – ყველა დროის საუკეთსო მოთამაშე. დევიდმა ესპანურად მიაწერა „მადლობა“ და არგენტინის დროშაც მიამატა.
GIPHY App Key not set. Please check settings