in ,

მიუღებელია მისი სახელის შელახვის მცდელობა დამახინჯებული ფაქტებით: ფედერაციის პრეზიდენტი კვარაცხელიას გამოექომაგა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გამოეხმაურა ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ გამოთქმულ მოსაზრებებს და აგორებულ კამპანიას “ნაპოლიში” გადასვლასთან დაკავშირებით. კობიაშვილმა ნაკრების ლიდერს მხარდაჭერა გამოუცხადა.

აი რას წერს ფედერაციის თავკაცი:

“ხვიჩა კვარაცხელიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დატოვა რუსეთი და საქართველოში განაგრძო საკლუბო კარიერა, რადგან მისი სურვილი იყო არ ეთამაშა ამ ქვეყნის ჩემპიონატში. ეს თვითონაც ცხადად თქვა გუშინდელ
პრესკონფერენციაზე.

რა თქმა უნდა, ვისურვებდი, სხვა ფეხბურთელებსაც მიებაძათ ხვიჩასთვის.
არიან ადამიანები, ვინც მხოლოდ ლაპარაკით აფიქსირებენ აზრს, ან ცდილობენ საუბრით ყურადღების მიქცევას. ამის საპირისპიროდ, არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქმედებით გამოხატავენ პოზიციას. ხვიჩა სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება. სწორედ ამიტომ თამაშობდა ის საქართველოში და სწორედ ამიტომ გააგრძელა კარიერა იტალიაში, სადაც საქართველოს სახელს წამყვანი იტალიური კლუბის სახელით წარმოაჩენს.

მიუღებელია მისი სახელის შელახვის მცდელობა დამახინჯებული ფაქტებითა და კონტექსტის არცოდნით. მიუღებელი და მდაბიო საქციელია მისი გამოყენება საკუთარი თავის პიარისა თუ სხვა მიზნებისთვის.

ხვიჩას წარმატებებს ვუსურვებ საფეხბურთო კარიერაში. მჯერა, რომ თავისი მონდომებითა და საქმისადმი სიყვარულით არაერთხელ ასახელებს საკუთარ ქვეყანას”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალი კუბოს ყიდის, ნაპოლის დიბალა უნდა, მანჩესტერმა ლისანდრო აიყვანა – სატრანსფერო ამბები

ხვიჩამ ისევ გაიტანა, თანაც ბრწყინვალე გოლი