in

ჩაკვეტაძეს სლოვანში ქართველი ჩაანაცვლებს: საბურთალოს კაპიტანზე მოლაპარაკებები დაწყებულია

სლოვაკური გამოცემა sportweb.pravda-ს ინფორმაციით, ბრატისლავის “სლოვანში” გიორგი ჩაკვეტაძე, შეიძლება, “საბურთალოს” კაპიტანმა იური ტაბატაძემ ჩაანაცვლოს.

“ლელოს” ინფორმაციით კი, ამ შესაძლო ტრანსფერის მიღმა უფრო მნიშვნელოვანი ამბავი დგას – “სლოვანმა” და “საბურთალომ” მოლაპარაკება დაიწყეს შესაძლო პარტნიორობაზე…

ჯერ გაგაცნობთ სლოვაკური გამოცემა Sportweb.pravda-ს წერილს, რომელშიც ბრატისლავური კლუბიდან ჩაკვეტაძის წასვლასა და “საბურთალოს” კაპიტან ტაბატაძის შესაძლო ტრანსფერზეა ლაპარაკი…

“ტეჰელნო პოლეზე” გასული, წარმატებული სეზონის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძეს შეთავაზებები არ აკლდა გუნდებიდან, რომელთანაც სლოვაკეთის ჩემპიონი კონკურენციას ვერ შეძლებს.

23 წლის ქართველ შემტევ ნახევარმცველს საფრანგეთის ლიგა 1-ში იწვევენ, სადაც სლოვაკეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი მილან შკრინიარი გადავიდა და “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელია გახდა. ჩაკვეტაძე “მეცში”, სავარაუდოდ, ერთწლიან საიჯარო ხელშეკრულებას გააფორმებს ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობით.

მისი ტრანსფერი რჩება ბელგიური “გენტის” საკუთრებაში, რომელთანაც “სლოვანის” გენერალური დირექტორი ივან კმოტრიკ-უმცროსი დიდხანს აწარმოებდა მოლაპარაკებას.

თუმცა ჩაკვეტაძეს “სლოვანთან” იჯარა 2023 წლის 30 ივნისს ამოეწურა, ხოლო “გენტი” ეძებდა კლუბს, რომელიც მის მნიშვნელოვან ფინანსურ საჭიროებებს დააკმაყოფილებდა. ბელგიელებმა დაახლოებით 5 მილიონი ევრო მოითხოვეს და ამჯობინეს ურთიერთობა ისეთ კლუბთან, რომელსაც ამ პირობების დაკმაყოფილება შეუძლია.

ჩაკვეტაძის წასვლის შემდეგ, “სლოვანი” მის ალტერნატივას ეძებს. რამდენიმე წყარო იტყობინება, რომ ის საქართველოს ეროვნული ლიგის კლუბ “საბურთალოს” კაპიტანი იური ტაბატაძე უნდა იყოს.

23 წლის შემტევი უნივერსალია, შეუძლია როგორც ფლანგზე, ისე შემტევ ნახევარმცველად თამაში, ამ სეზონში 16 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა”, – ამტკიცებს სლოვაკური გამოცემა.

“ლელოს” ინფორმაციით კი “საბურთალოსა” და “სლოვანს” შორის ტაბატაძის თაობაზე მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ამ ორ კლუბს შორის თანამშრომლობაა.

სლოვაკეთის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი 5 წელი ავარჯიშებდა საქართველოს ნაკრებს და “საბურთალოსაც” კარგად იცნობს, როგორც ნიჭიერი მოთამაშეების აღმზრდელ კლუბს.

ამიტომ, არ არის გამორიცხული, თბილისისა და ბრატისლავის კლუბები პარტნიორები გახდნენ. თუმცა, ბევრი დეტალია დასაზუსტებელი და ვნახოთ, რა გამოვა ამ ჩანაფიქრიდან.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დაივიწყეთ ზურიკო: ბორდომ დავითაშვილის მსურველი იტალიური კლუბი უარით გაისტუმრა

კვირკველია ნეფთჩიდან წამოვიდა: მიზეზი ახალი მწვრთნელია