პსჟ-მა ოფიციალურად გახსნა ახალი საწვრთნელი ბაზა, რომელიც კლუბს 300 მილიონი ევრო დაუჯდა.
42 საძინებელი, სატრენაჟორო დარბაზი, აუზები, სასადილო, ზონა პროცედურებისთვის, უამრავი მოედანი… მოკლედ, აქ ყველაფერია.
ეს სუპერთანამედროვე, მდიდრული კოპლექსი პარიზის ცენტრიდან 24 კმ-ში პუასიში მდებარეობს.
მშენებლობა ერთი წელიწადი მიმდინარეობდა. ბაზაზე ივარჯიშებს როგორც კაცების, ასევე ქალთა გუნდიც.
აქ დაბანაკდება აკადემიაც, ხოლო 728 ათასი კვ/მ-ს კომპლექსი სურთ მულტისპორტულ ცენტრად აქციონ. პროექტის მეორე ეტაპზე გაჩნდება სივრცე ხელბურთელთათვის და ძიუდოისტებისთვისაც.
სულ კომპლექსი 180 სპორტსმენზეა გთვლილი.
კლუბმა დრონით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
GIPHY App Key not set. Please check settings