კიმ კარდაშიანი შეამჩნიეს კილიან მბაპესთან ერთად მილიარდერ მაიკლ რუბინის წვეულებაზე, რომელიც 4 ივლისს გაიმართა. ისინი სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ერთობოდნენ, მაგ ლეონარდო დი კაპრიოსთან.
რამდენიმე დღეში კიმ კარდაშიანი დაესწრო Dolce & Gabbana-ის ღონისძიებას, სადაც ფოტო ერლინგ ჰოლანდთან გადაიღო. ორივე მათგანი მოდის კომპანიის ელჩები არიან.
ამის გამო გულშემატკივრები შიშმა შეიპყრო, რომ „კარდაშიანის წყევლამ“ შესაძლოა იმოქმედოს როგორც მბაპეზე, ასევე ჰოლანდზე. ყველაფერი რეპუტაციის ბრალია, რომლის თანახმად ქალს უიღბლობა მოაქვს იმ ფეხბურთელებისა და გუნდებისთვის, ვისაც ხვდება.
ბოლო მაგალითებიდან შეიძლება დავასახელოთ „არსენალის“ გავარდნა ევროპა ლიგაზე „სპორტინგთან“, როდესაც კარდაშიანი „ემირეითსზე“ მივიდა შვილთან ერთად.
რამდენიმე დღეში კიმი „პარკ დე პრენსზე“ პსჟ-ს თამაშს დაესწრო „რენთან“ და პარიზელებმა 0:2 წააგეს.
როგორც ჩანს, კილიანისა და ერლინგისთვის მართლა უმჯობესი იქნება ამ ქალისგან თავი შორს დაიჭირონ.
GIPHY App Key not set. Please check settings