2032 ევროპის ჩემპიონატი შესაძლოა იტალიასა და თურქეთში ჩატარდეს.
საქმე ისაა, რომ მხოლოდ ეს ორი ქვეყანა აცხადებს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილს. ამიტომაც უეფა განიხილავს გაერთიანებული განაცხადის ფორმირების შესაძლებლობას.
ასეთ შემთხვევაში თითოეული ქვეყანა ექვს სტადიონს აირჩევს. გახსნის მატჩი სტამბოლში გაიმართება, ფინალი – რომში. გადამწყვეტი თამაშის რომში ჩატარებას იმით ხსნიან, რომ ამასწინანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი „სიტისა“ და „ინტერს“ შორის სტამბოლში არც თუ კარგად იყო ორგანიზებული.
GIPHY App Key not set. Please check settings