in

საზონოვიც იტალიაში: ქართველი მცველით სერია ა-ს ორი გუნდი დაინტერესდა

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საბა საზონოვმა კარგად ითამაშა და ის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა საკმაოდ მაღალი შეფასებით.
ჯერ კიდევ ევრო 2023-ის დაწყებამდე ითქვა, რომ მეორე ბუნდესლიგის „ჰამბურგი“ სერიოზულად იყო დაინტერესებული ქართველი მცველით, თუმცა 21-წლამდელთა ტურნირზე კარგი თამაშის შემდეგ პირდაპირ დაწერს, რომ „ჰამბურგს“ ჩვენიანის გადაბირება გაუჭირდებოდა, რადგან მისით უკეთესი გუნდები დაინტერესდნენ.
მაშინ ვარიანტები არ დაკონკრეტებულა, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის „დინამოში“ მოთამაშე საზონოვს სერია ა-ს ორი კლუბი აკვირდება. ესენი გახლავთ „სასუოლო“ და „უდინეზე“. უფრო აქტიური „სასუოლოა“, რომელიც კონტაქტზეც გამოვიდა და წინადადება შესაძლოა მალე კონკრეტულიც გახდეს.

საზონოვი ჩემპიონატის სიმბოლურშია, საბამ თითქმის მთელ გუნდს აჯობა

საზონოვი ხელოვნურმა ინტელექტმა სიმბოლურში შეიყვანა

შეგახსენებთ, სერია ა-ში დაწინაურებულ „ფროსინონეში“ ახლახან ჩაირიცხა გიორგი კვერნაძე. ასე რომ, არ არის გამორიცხული გასამდეს და პირველად ისტორიაში იტალიის ჩემპიონატში ერთბაშად სამმა ქართველმა ითამაშოს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროსეზონს დღეს დინამო გახსნის: მაქსიმუმზე მეტია გასაკეთებელი

ფორმულა 1-ის პილოტების ხელფასები: პირველზე ფერსტაპენია და ჰემილტონს მაგრად უსწრებს