იტალიურ პრესაში წერენ, რომ „ნაპოლი“ „ალკმაარის“ შემტევით იესპერ კარლსონით არის დაინტერესებული და მის შეძენას ცდილობს.
იტალიის ჩემპიონი ხვიჩა კვარაცხელიას დუბლიორს ეძებს, რომელიც შეიძლება პირველ ეტაპზე პოლიტანოს („ლაციო“ იწვევს) და ლოსანოს შემცვლელად გამოიყენოს. 24 წლის შვედს ნიდერლანდური კლუბი 15 მილიონ ევროდ აფასებს.
კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ტრანსფერი მარტივი არ იქნება, რადგან კარლსონი „ლაციოსაც“ სურს, რომელმაც „სასუოლოდან“ დომენიკო ბერარდი ვერ აიყვანა.
კარლსონს „ალკმაარში“ 93 მატჩი აქვს ჩატარებული და 37 გოლი გაიტანა, ნაკრებში კი 11 შეხვედრა და 3 გოლი მოაგროვა.
„ნაპოლიმ“ ახალი მაისურები წარადგინა და პრეზენტაციაზე კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სხვა საკითხებზეც ისაუბრა:
ნაპოლიმ ახალი მაისურები წარადგინა: მისი ყიდვა უკვე შეიძლება – ახალი ერა იწყება
„ოსიმენს ჩვენს ახალ მაისურში მომავალ სეზონშიც ვიხილავთ. ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. თუმცა, თუ ძალიან კარგი წინადადებით მოგვმართავენ, სხვა ნიჭიერ ფეხბურთელებს მოვძებნით, როგორც ეს თავის დროზე კვარაცხელიას ან იმავე ოსიმენის შემთხვევაში იყო“.
დე ლაურენტისმა „იუვენტუსში“ გადასული სპორტულ დირექტორ კრისტიანო ჯუნტოლის ნათქვამზეც გააკეთა კომენტარი, რომელმაც აღიარა, რომ ყოველთვის „იუვეს“ გულშემატკივარი იყო: „ეს რომ მცოდნოდა, უფრო ადრე
გავუშვებდი“.
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ახალ მწვრთნელ რუდი გარსიას და აღნიშნა, რომ ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის იბრძოლებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings