იტალიის ჩემპიონმა „ნაპოლიმ“ ახალი სეზონისთვის განახლებული ფორმა წარადგინა. მოეწყო დიდი პრეზენტაცია საკრუიზო გემზე, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი აურელიო დი ლაურენტისი ხელმძღვანელობდა. მის გარდა მაისურები დაახასიათეს დიზაინერმა ვალენტინა დი ლაურენტისმა
კამპანიის რეგიონის პრეზიდენტმა ვინჩენცო დე ლუკამ, ნეაპოლის მერმა გაეტანო მანფრედიმ, MSC-ის მმართველმა დირექტორმა ლეონარდო მასამ, eBay Italia-ის გენერალურმა მენეჯერმა ალისა აჩიარიმ.
„მაისური რენესანსის სიმბოლოა, ნაპოლისთვის მსოფლიოში ახალი ეპოქის დასაწყისი“ – განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა.
ახალი მაისურების შეძენა უკვე შესაძლებელია ebay.it-ზე და მისი ფასი 130 ევროა.
GIPHY App Key not set. Please check settings