in

მბაპე საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელია: მან ლეგენდებს უკვე გაუსწრო

კილინ მბაპემ France Football-ის ვერსიით გასული სეზონის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელის პრიზი მიიღო.

პსჟ-ს ფორვარდმა ეს ჯილდო მესამედ აიღო და ამით ალენ ჟირესს გაუთანაბრდა, ხოლო გაუსწრო მიშელ პლატინის, ჟან-პიერ პაპენს, ზინედინ ზიდანს და ფრანკ რიბერის, რომელთა ანგარიშზეც ორ-ორი ასეთი პრიზია.

რეკორდსმენია ტიერი ანრი (5), 4 აქვს ქარიმ ბენზემას.

მბაპემ გასულ სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის ბომბარდირი გახდა 29 გოლით. ის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

გარდა ამისა, მბაპე 8 გოლით მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა, ფინალში მან 3 გოლი გაიტანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქალთა ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთელებთან იწვა: ეს ნორმაა – გოგონებს ემუქრებოდნენ

ხვიჩასთან შესაძლოა ზაჰა მივიდეს: კვარა ჯერ გასაზრდელია