in

უჩვეულო კვარტეტი: უკრაინას ისევ უნდა და მუნდიალი ორ კონტინენტზე

მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობაზე კიდევ ერთი უჩვეულო განაცხადი მზადდება. გაერთიანება გადაწყვიტეს ესპანეთმა, პორტუგალიამ, უკრაინამ და მაროკომ. ისინი აპირებენ 2030 წლის მუნდიალის მიღებას.

გეოგრაფიას თუ გავითვალისწინებთ, უკვე უჩვეულოა და პირველად მოხდება, რომ მსოფლიო პირველობა ორ კონტინენტზე ჩატარდება. თუმცა მაროკო ესპანეთ-პორტუგალიასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე უკრაინასთან, რომელსაც პირენეის ნახევარკუნძულამდე უამრავი სახელმწიფო აშორებს. თან უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ახლა რამდენად გადაწყვეტს ფიფა მსოფლიო ჩემპიონატის უკრაინაში გამართვას, ცოტა ძნელი სათქმელია.

გადავინაცვლოთ რამდენიმე თვის წინ და გავიხსენოთ. ჯერ იყო და უკრაინა შეუამხანაგდა ესპანეთ-პორტუგალიას და დაიწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირენეის ნახევარკუნძულის ლიდერებს შეუთანხმდა, რომ როგორც მინიმუმ ერთი ჯგუფის მატჩები მის ქვეყანაში გაიმართოს. რამდენიმე თეში კი გავცერლდა ახალი ინფორმაცია, რომ უკრაინა აღარ იქნებოდა 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის პრეტენდენტი და მის ნაცვლად განაცხადს მაროკო შეუერთდა.

ერთობლივი განაცხადი აქვთ და მოგების იმედი და შანსი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს – არგენტინა, ურუგვაი, ჩილე და პარაგვაი ცდილობენ ფიფა დაარწმუნონ, რომ მუნდიალის ისტორიის 100 წლისთავი იქ ჩაატარონ, სადაც დაიწყო (1930 წელი, არგენტინა, ჩემპიონი ურუგვაი).

კიდევ ერთი არასტანდარტული თანამშრომლობის იდეა კი არ გამოვიდა და ეგვიპტე-საბერძნეთი-საუდის არაბეთის ტრიომ საბოლოოდ უარი თქვა 2030 წლის მუნდიალზე.

მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლის ვინაობა 2024 წლის სექტემბერში გაირკვევა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდა U-25 ტოპ 5 მეკარეშია

ვინ გაივლის გზას ბოლომდე: ინგლისი-ესპანეთის ფინალის წინათქმა