in

ვნებიანი ჯორჯინა როდრიგესი GUESS-ის რეკლამაში: სუპერქალის ცხოვრების ერთი დღე

პოლ მარჩიანო, ბრენდ GUESS-ის კრეატიული დირექტორი, მოჰყვა, რომ გადამღებ ჯგუფს სურდა აღებეჭდა ერთი დღე ჯორჯინა როდრიგესის ცხოვრებიდან. კრიშტიანო რონალდოს ქალმა ფანებს პირი დააღებინა, როდესაც სოცქსელებში რამდენიმე სტილური კადრი გამოამზეურა GUESS-ის სარეკლამო კამპანიიდან.

„ჩვენ გვსურდა ჯორჯინას ცხოვრების ერთი დღე დაგვეფიქსირებინა და სუპერვარსკვლავის გლამურული ცხოვრების ვუალის ქვეშ შევიხედეთ“, – უთხრა მარჩიანომ Mundo Deportivo-ს.

გადაღება მოხდა მადრიდში, მე-19 საუკუნეში აგებულ მდიდრულ და ისტორიულ სასტუმრო Santa Mauro-ში. ჯორჯინა იმის გამო შეარჩიეს, რომ ბრენდი ძლიერ ქალებს უჭერს მხარს.

„ჩემთვის დიდი პატივია მოწვევა და მონაწილეობის მიღება GUESS-ის სარეკლამო კამპანიაში. ჩემთვის მისაღებია ბრენდის ფასეულობები. მომწონს კოლექცია, თავს ვგრძნობ ძლიერ და სექსუალურ ქალად, ამასთან ძალიან ქალურადაც“, – განაცხადა ჯორჯინამ.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰოლანდის ელიტური ზაფხული: ფეხბურთელი ტომი ჰილფიგერისა და მონაკოს თავადის კამპანიაში ისვენებს

ლებრონი, შაკირა და სხვები: ლეოს და ანტონელას ცნობილი მეზობლები მაიამიში