in

ბერნაბეუს რეკონსტრუქცია დასასრულს უახლოვდება: ფოტოები

2019 წელს „რეალ მადრიდი“ შეუდგა „სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქციას. სამუშაოები, როგორც იქნა, სრულდება.

Marca-ის ჟურნალისტები „რეალის“ არენაზე მივიდნენ და ფოტოები გააზიარეს. პროექტი მასშტაბურად გამოიყურება.

რეკონსტრუქციის დასრულება განსაკუთრებით არენის მიღმა იგრძნობა. „მარკას“ ინფორმაციით, განახლებული სტადიონი დეკემბერში გაიხსნება.

დააყენეს მოძრავი სახურავი, რომელიც მთელ არენას 15 წუთში გადახურავს. ასევე დააყენებენ 360-გრადუსიან შუქდიოდის ეკრანს.

მაყურებლის ადგილებსაც გადააკეთებენ. სავარძლები შეიცვლება და ღია ცისფრის ნაცვლად მუქი ლურჯი გახდება.

განახლებულ „ბერნაბეუზე“ გაჩნდება რესტორნები, მაღაზიები და რა თქმა უნდა საკლუბო მუზეუმი, რომელიც ერთბაშად სამ სართულზე განთავსდება და დამატებითი ტერასაც ექნება.
„სამეფო კლუბის“ მუზეუმი კარს უკვე ამ ზაფხულს გააღებს, მაგრამ კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტონალი რეკორდზე წავიდა, კაკას აჯობა, იბრა ბოლოშია: მილანის ყველაზე ძვირად გაყიდულები

რონალდო, ბენზემა, კანტე – საუდის არაბეთი ბაზარს აფეთქებს! კიდევ ვინ აღმოჩნდება