ფეხბურთში ოფსაიდის წესი შეიძლება შეიცვალოს.
ფიფა და საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭო (IFAB) „თამაშგარე მდგომარეობის“ შესახებ განახლებულ წესზე მუშაობენ.
ახალი კონცეფციის თანახმად, ოფსაიდი ჩაითვლება, როდესაც შემტევი ფეხბურთელი მთელი სხეულით იქნება მეტოქის კართან უფრო ახლოს პასის მომენტში.
ანუ გამოდის, რომ თუ თავდამსხმელი ერთ ხაზზე აღმოჩნდება მეტოქის ბოლო ფეხბურთელთან, ეს აღარ ჩაითვლება თამაშგარედ.
ფიქრობენ, რომ ასეთი ცვლილება ფეხბურთს უფრო დინამიურს და სანახაობრივს გახდის.
თავდაპირველად სიახლეს გატესტავენ შვედეთის, იტალიისა და ნიდერლანდების დაბალ დივიზიონებში.
GIPHY App Key not set. Please check settings