საქართველოს ნაკრებს ბევრჯერ წაუგია თამაში და ბუნებრივია ამით გახარებული არავინ რჩებოდა, მაგრამ არც ის არის ხშირი, როგორ განიცდა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისრაელთან წაგება პენალტების სერიაში. თამაშის შემდგე ჩვენმა მწვრთნელმაც აღნიშნა, ბიჭები გასახდელში თვალცრემლიანები არიანო. ტრიბუნებზე კი გულშემატკივართა შორისაც ნახავდით ცრემლმომდგარ ახალგაზრდებს და პატარებსაც კი. ასეთი განწყობა, დასანანი წაგების მიუხედავად, იმედსაც ნიშნავს და იმას, რომ ერთხელაც ჩვენი მიზნები და ოცნებები აუცილებლად ასრულდება.
ეს თვალცრემლიანი ბიჭები მეტს იმსახურებდნენ: მადლობა ყველას, კიდევ გაგახარებთ
GIPHY App Key not set. Please check settings