ხვიჩა კვარაცხელიას საუცხოო დებიუტმა სერია ა-ში გამოიწვია ის, რომ იტალიიდან მეტი ყურადღება გაჩნდა ქართველი ფეხბურთელების მიმართ. სამწუხაროდ, ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სერია ა-დან გავარდა, მაგრამ იმედია ლუკა გააგრძელებს კარიერას იტალიის უმაღლეს ლიგაში. საუბრობენ, რომ „იუვენტუსმა“ შესაძლოა მიქაუტაძე აიყვანოს, ხოლო ახალგაზრდა გიორგი კვერნაძის საკითხი გარკვეულია – 20 წლის შემტევი სერია ა-ში გადასულ „ფროსინონეში“ ითამაშებს.
ამ ამბავზე ადრეც დაიწერა, ახლა კი დადასტურდა. კონტრაქტი ალბათ ორშაბათს გაფორმდება.
გიორგი კვერნაძის ტრანსფერი გადაწყვეტილია. ის კვირას ჩავა იტლიაში, ორშაბათს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს, – განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმა, გვიდო ანჯელოციმ.
ისე, ცოტა ხნის წინ გიორგის “ნაპოლის” უკავშირებდნენ, მით უმეტეს, რომ მას და კვარაცხელიას ერთი და იგივე აგენტი ჰყავთ.
და სულ ბოლო ამბავი: „ფროსინონეს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს – ეუსებიო დი ფრანჩესკო. 53 წლის სპეციალისტს უმუშავია „რომაში“, ასევე „კალიარიში“ „სამპდორიაში“, „სასუოლოში“ და სხვა გუნდებში, ბოლოს კი (გასულ სეზონში) „ვერონაში“ იყო. მან ფაბიო გროსო შეცვალა, რომელმაც გუნდი სერია ა-ში გადაიყვანა.
“ფროზინონემ” ქართველ თავდამსხმელზე ვიდეოკოლაჟიც ააწყო.
GIPHY App Key not set. Please check settings