საქართველოს ნაკრები ისტორიული მატჩისთვის ემზადება: ხვალ თუ ჩვენმა ახალგაზრდებმა ისრაელს მოუგეს, დიდი ალბათობით ოლიმპიური თამაშების საგზურს მოიპოვებენ. ურთულესი ჯგუფიდან გასვლის გამო გულშემატკივარი იმედიანადაა და ჩვენს გუნდს უკვე ყველა მოგებას სთხოვს. ცხადია, ფეხბურთელებიც შემართული არიან.
მზად ვართ: ჩვენი ვალია მოლოდინი გავამართლოთ – რამაზ სვანაძე კოზირების გამოყენებას აპირებს
გიორგი მოისწრაფიშვილი:
„რთულ თამაშს ველოდებით. ისრაელი ძლიერი გუნდია, მაგრამ გამარჯვებაზე ვფიქრობთ, რომ ისევ გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი და ერთად ვიზეიმოთ წარმატება.
ძალების აღდგენა მოვასწარით. მიმაჩნია, რომ ბურთი ჩვენი იქნება და შევეცდებით, ისრაელთან ეს უპირატესობა გამოვიყენოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ბიჭები კარგ განწყობაზე ვართ და ველოდებით სავსე სტადიონს, რადგან გულშემატკივარი დიდ ძალას გვაძლევს“.
ირაკლი აზაროვი:
„ძალიან რთული ჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთეთ და შრომის შედეგად პლეი-ოფში გავედით. სასიხარულოა, რომ გრანდებს ავცდით და შევხვდით ისრაელს.
ვიცით, ისრაელი როგორი მებრძოლი და მშრომელი გუნდია, მაგრამ ჩვენი გაჩერება ახლა ძალიან რთულია და ვფიქრობ, ამ ბარიერს დავძლევთ. ოლიმპიადაზე თამაში ყველა ჩვენგანის ოცნებაა და ერთ-ერთი მოტივაცია იქნება“.
საქართველოსა და ისრაელის ნაკრებების მატჩი ხვალ, 1 ივლისს, 20:00 საათზე „დინამო არენაზეა“.
GIPHY App Key not set. Please check settings