in

ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს და უნდა მოვიგოთ: ნიდერლანდებს საქართველო არ აშინებს

საქართველოს ნაკრების ევრო 2023-ზე ჯგუფის ბოლო მატჩს ნიდერლანდებთან ითამაშებს ხვალ საღამოს. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ წინა ორივე შეხვედრა ფრედ დაასრულა და თუ ხვალ მოიგებს, ჯგუფდან გავა. სწორედ ამას იმედოვნებს ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი ერვინ ვან დერ ლოი:

„წინა ორ შეხვედრაში მეტი მომენტი შევქმენით და ორივე მატჩში მოგებას ვიმსახურებდით, თუმცა მომენტების რეალიზაციის პრობლემა გვქონდა. თუ საქართველოსთან შანსებს გამოვიყენებთ, ვფიქრობ, მოვიგებთ.

საქართველოს ნაკრებს დიდი მხარდაჭერა ექნება, მაგრამ ეს არ შეგვაშინებს. პირიქით, ველოდები ჩემი ფეხბურთელების კარგ თამაშს.

ევროპის ჩემპიონატი ისეთი ტურნირია, სადაც სუსტი მონაწილე არ არსებობს და შედეგს ყველასგან უნდა ელოდე. მნიშვნელოვანი იყო გულშემატკივრების ფაქტორიც, ჰიმნს ყველა მღეროდა, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი გვყავს და გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ“.

დაღლა გვერდზე უნდა გადავდოთ და მიზანზე ვიფიქროთ: საქართველო ხალხის გახარებაზე ფიქრობს

საქართველოს ნაკრები ორი ტურის შემდეგ 4 ქულით პირველ ადგილზეა. ბელგიასა და ნიდერლანდებს 2-2 ქულა აქვთ, პორტუგალიას – 1 ქულა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დაღლა გვერდზე უნდა გადავდოთ და მიზანზე ვიფიქროთ: საქართველო ხალხის გახარებაზე ფიქრობს

მესი 36 წლის გახდა: როგორ იცვლებოდა კარიერის განმავლობაში – ფოტოები