in

გვეგონა მოვიგებდით: რა ედარდებათ ბელგიელებს და რას წერს ბელგიური პრესა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ბელგიას 2 ქულა დააკარგვინა და მის ნაცვლად აღმოჩნდა პირველ ადგილზე 2 ტურის შემდეგ. ბელგია მართლაც კარგად თამაშობდა და ვაღიაროთ გამარჯვებასთანაც ახლოს იყოს. თავადაც ასე ფიქრობდნენ, რომ 3 ქულა მოპოვებული ჰქონდათ, მაგრამ როგორც ამბობენ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

ქულა, რომელიც ერთად ავიღეთ: საქართველომ ბელგიას ამოუქაჩა და ლიდერობა შეინარჩუნა

ბელგიელები საქართველოსთან მატჩს აფასებენ.

ბელგიის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ჟაკ მატისენი:
„საქართველოს ნაკრები ძალიან ეფექტური იყო. ორი შანსი შექმნა და ორივე გამოიყენა. ჩვენ მეტი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ასეთი ეფექტურები არ ვიყავით. სამწუხაროა ამდენი საგოლე მომენტის ხელიდან გაშვება.
შესაძლოა მოგება ნაადრევად ვირწმუნეთ. საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და მიზანს მიაღწია. ასეთ ტურნირზე შეცდომებს არავინ გპატიობს“.

მაქსიმ დე კუიპერი, პირველი გოლის ავტორი, რომელიც უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
„პირველი ტაიმის შემდეგ 2:0 ვიგებდით, ჩვენთვის ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, უპირატესობას ვფლობდით და გამარჯვებაში ეჭვი არ გვეპარებოდა. მეორე ტაიმში მეგონა მოედანზე სხვა გუნდი იყო, საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდით. სამი ქულა რომ მოგვეპოვებინა, კიდევ უფრო უნდა მოგვემატებინა.
თავიდან მოედანზე ყველაფერს ვაკონტროლებდით, მაგრამ ვერ შევნიშნეთ, საქართველოს ნაკრებმა თამაშის ხასიათი როგორ შეცვალა, რაღაც გამოგვეპარა. ამის გამო დავისაჯეთ“.

საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების შეხვედრას ბელგიური პრესაც გამოეხმაურა.

voetbalkrant.com
„ჩვენს ნაკრებს მძიმე და მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ. ამოცანა ჯგუფში გალიდერება იყო. საქართველომ პირველი მატჩი მოულოდნელად მოიგო პორტუგალიასთან, ბელგიამ კი ნიდერლანდებთან ფრედ ითამაშა.
თამაში შესანიშნავად დაიწყო. პირველი ტაიმი ბელგიის ნაკრებმა 2:0 მოიგო, კიდევ რამდენიმე გოლის გატანა შეეძლო. ქართველებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს, ანგარიში გაათანაბრეს და ახლა ჯგუფს ოთხი ქულით საქართველო ლიდერობს“.

lalibre.be
„პირველ ტაიმში ბელგიელების მიერ მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა ქართველებმა მეორე ნახევარში გააბათილეს.
ფანტასტიკური პირველი ტაიმის შემდეგ თითქმის სავსე სტადიონზე საქართველო შეტევაზე გადავიდა, 87-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და სტადიონი სიხარულისგან „ააფეთქა“, ეს იყო გზა ოცნებიდან კოშმარამდე.
მასპინძლების მწვრთნელმა შესვენებაზე სამი შეცვლა განახორციელა და ორმა მათგანმა გაიტანა. ახლა ქართველები ოთხი ქულით ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერები არიან“.

Voetbalprimeur
„ნიდერლანდებთან ბელგიელებმა პირველი ტაიმი არცთუ ისე კარგად ჩაატარეს. შესვენების შემდეგ ჩვენი გუნდი გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა. ასევე განსხვავებული ტაიმები ვიხილეთ საქართველოს წინააღმდეგ. პირველი ტაიმი ბელგიამ 2:0 მოიგო, მაგრამ შესვენების შემდეგ უპირატესობა დათმო და მოგება ხელიდან გაუშვა. ეს იყო მძიმე გაკვეთილი ჩვენი ახალგაზრდებისთვის.
ქართველები ერთსულოვნები იყვნენ და შედეგს ამით მიაღწიეს. ევროპის ჩემპიონატის სხვა მატჩიებისგან განსხვავებით, სტადიონი ბოლომდე გაივსო. მეორე ტაიმში გულშემატკივრებმა თავიანთ გმირებს შეტევისკენ უბიძგეს. როგორც ჩანს, თავის პირველ დიდ ტურნირზე საქართველო მეოთხედფინალში გავა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უნდა გვიხაროდეს ამ რეალობაში ყოფნა: შოთას თქმით ფეხბურთით ცხოვრებას ვსწავლობთ

ბებრებში პირველი მესია, მერეა რონალდო