in

რა ღირს ახალგაზრდული საქართველო: მეტოქეები ფასით გვჯობნიან, მაგრამ…

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2023-ის პირველ შეხვედრაში ძლიერი და სავარაუდოდ მომავალი ვარსკვლავების პორტუგალია დაამარცხა 2:0. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს 21-წლამდელებში არიან ეროვნული გუნდის ფეხბურთელებიც, მეტოქე გუნდების მოთამაშეთა ფასი მაინც საგრძნობლად აღემატება ჩვენსას.

მოკლედ, ასეთი რაღაცეებით დაკავებულმა Transfermarkt-მა ევრო 2023-ის ფინალურ ეტაპის მონაწილე გუნდების ჯამური ფასი გამოთვალა და დაადგინა, რომ მთლიანი საქართვლოს ფასი 41.08 მილიონი ევროა.

ამ მაჩვენებლით საქართველო ჯგუფურ მეტოქეებს საგრძნობლად ჩამოუვარდება, მაგრამ მთავარი მოედანზე ნაჩვენები შედეგია.

ნიდერლანდები – 199.70 მლნ ევრო
პორტუგალია – 165.70 მლნ
ბელგია – 144.30 მლნ
საქართველო – 41.08 მლნ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები:

გიორგი მამარდაშვილი, ვალენსია 25 მლნ
ზურიკო დავითაშვილი, ბორდო 2.5 მლნ
საბა საზონოვი, დინამო მოსკოვი 2.5 მლნ
ლუკა გაგნიძე, დინამო მოსკოვი 2.00 მლნ
ირაკლი აზაროვი, ცრვენა ზვეზდა 1.20 მლნ
გიორგი გოჩოლეიშვილი, შახტარი 1.20 მლნ
ანზორ მექვაბიშვილი, დინამო თბილისი 1 მლნ

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ამერიკაში გაიმართება

არის რეკორდი: საქართველომ ევროპას ყველაზე მეტი ხალხი მოუგროვა – ქართველმა გულშემატკივარმა ისტორია შექმნა