ფიფამ ერთსულოვნად გადაწყვიტა – 2025 წელს კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ამერიკის შეერთებული შტატებში გაიმართება. ტურნირი ახალი ფორმატით ჩატარდება და მასში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
მასპინძელი ქვეყნის არჩევისას გაითვალისწინეს ინფრასტრუქტურისა და მომსახურების დონე, ასევე სტრატეგიული მიზნები.
32 გუნდი საკლუბო მუნდიალზე პირველი შემთხვევაა. პირდაპირ საგზურებს მიიღებენ კონფერენციების (ევროპა, აზია, აფრიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა) საუკეთესო გუნდები ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში, აგრეთვე ერთი გუნდი ოკეანეთიდან.
GIPHY App Key not set. Please check settings