ბათუმის “დინამო” ჩემპიონთა ლიგას უიღბლოდ დაემშვიდობა. აჭარულმა გუნდა ბრატისლავას “სლოვანთან” ბოლო ხუთ წუთში ორი ბურთი გაუშვა, ერთი კუთხურიდან, 1:2 დამარცხდა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს დაემშვიდობა.
მატჩის შემდგომ ჟურნალისტების კითხვებს გია გეგუჩაძემ უპასუხა.
“ბოლო წუთებში რესურუსი აღარ გვეყო. დავკარგეთ ჩვენი ძლიერი მხარე. დამატებით დროში ბურთი დაკარგეთ და ტერიტორია, რითიც მეტოქემ ისარგებლა. ყველა განვიცდით ამ მარცხს. დღეს, არაა დასკვნების დღე და ალბათ გავაანილიზებთ ჩვენს შეცდომებს. რას ვიზამთ, ცხოვრება გრძელდება. ამ ეტაპზე გაძლიერება არ იგეგმება. არ გამოვრიცხავ სამომავლოდ გაძლიერებას, მაგრამ “ლეხთან” მატჩისთვის არ ვფიქრობთ ამას. ნათქვამია ძლიერებს უმართლებთო და დღეს, როგორც სჩანს, სლოვანი უფრო ძლიერი აღმოჩნდა.–თქვა გია გეგუჩაძემ
GIPHY App Key not set. Please check settings