საქართველოს ნაკრებმა ამასწინ კვიპროსში ითამაშა, ერთმა ჩვენიანმა კი ერთი კვიპროსული გუნდი დააინტერესა. საუბარია გიორგი გოჩოლეიშვილზე, რომლის მიმართ ინტერესი გამოთქვა კვიპროსულმა „აპოლონმა“. ამ გუნდმა გასულ სეზონში წარუმატებლად ითამაშა და მისთვის მიუღებელი მე-5 ადგილი დაიკავა. ახლა კი გაძლიერება სურს და თვალი „შახტარის“ ქართველ ლეგიონერს დაადგა.
თუმცა „აპოლონისთვის“ გოჩოლეიშვილის გადაბირება მარტივი საქმე არ იქნება, შესაძლოა არც გამოუვიდეს და პირველ ეტაპზე სულაც იჯარით აყვანა სცადოს.
22 წლის გოჩოლეიშვილს „შახტართან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
GIPHY App Key not set. Please check settings