in

ახალგაზრდული ევროს ყველაზე ძვირადღირებული ბიჭები: ხვიჩა რომ ყოფილიყო

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი დაიწყო და დაიწყო ჩვენთვის მშვენივრად – საქართველომ ძლიერ მეტოქეს, პორტუგალიას მოუგო. მართალია დღეს მოთამაშე ფეხბურთელების სახელები შესაძლოა ბევრს არაფერს ეუბნებოდეს გულშემატკივარს, მაგრამ აუცილებლად დადგება დრო და ბევრი მათგანი სუპერვარსკვლავი გახდება. ასე ყოფილა ყოველთვის – ახალგაზრდულ ევროზე შემდგომში ძალიან ცნობილ ფეხბურთელბს უთამაშიათ.

მანამდე კი Transfermarkt ევრო 2023-ზე მოთამაშე ფეხბურთელების ფასები გამოთვალა და დაადგინა, რომ ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები არიან უკრაინელი მუდრიკი და იტალიელი ტონალი.
ისე მათ 50 მილიონიან ფასს რომ ჩახედავ, მიხვდები, ხვიჩა რომ ყოფილიყო, სწორედ ის გახდებოდა ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა.
ათეულში კი ყველაზე მეტი წარმომადგენელი საქართველოში მოთამაშე ინგლისელებს ჰყავთ.

უძვირესი ფეხბურთელების ათეული ასეთია:

1–2. მიხაილ მუდრიკი (უკრაინა, „ჩელსი“) – 50 მლნ ევრო;

1–2. სანდრო ტონალი (იტალია, „მილანი“) – 50 მლნ ევრო;

  1. ჯეიკობ რემსი (ინგლისი, „ასტონ ვილა“) – 42 მლნ ევრო;

4–5. ჯორჯო სკალვინი (იტალია, „ატალანტა“) – 40 მლნ ევრო;

4–5. მორგან გიბს-უაითი (ინგლისი, „ნოტინმჰემი“) – 40 მლნ ევრო;

  1. მიშელ ოლისე (საფრანგეთი, „კრისტალ პალასი“) – 38 მლნ ევრო;

7–10. ჰარვი ელიოტი (ინგლისი, „ლივერპული“) – 35 მლნ ევრო;

7–10. ემილ სმით-როუ (ინგლისი, „არსენალი“) – 35 მლნ ევრო;

7–10. ენტონი გორდონი (ინგლისი, „ნიუკასლი“) – 35 მლნ ევრო;

7–10. ამინ გუირი (საფრანგეთი, „რენი“) – 35 მლნ ევრო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევრო 2023: ესპანეთი და უკრაინა გამოიკვეთნენ, ჩვენი მეტოქეები ფრეზე გაიყარნენ – სხვა მატჩები

ახალგაზრდული ევროს 20 მთავარი ვარსკვლავი: ლივერპულის, ჩელსის, არსენალის, მილანის, ბაიერნის ფეხბურთელები – ხვიჩას გარეშეც ტოპია