in

ევერტონი და კიევის დინამო ამხანაგურ მატჩს გამართავენ: ინგლისელთა ღირსეული ჟესტი

ოფიციალურად, გადაწყდა, რომ 29 ივლისს, „გუდისონ პარკზე“, „ევერტონი“ კიევის „დინამოს“ უმასპინძლებს და ამით წინასასეზონო მზადებას დაასრულებს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ბილეთებიდან შემოსული თანხა უკრაინაში გადაირიცხება!

ვიტალი მიკოლენკო „ევერტონის“ მოთამაშეა და მისთვის, გასანსაკუთებული მნიშვნელობა აქვს მსგავს ამბებს. ინგლისელებს კი ქების მეტი არაფერი ეკუთვნით.

ამხანაგური, საქველმოქმედო მატჩები აქამდეც გაიმართა. ომის დაწყებიდან მალევე, „დორტმუნდმა“ უმასპინძლა „დინამოს“. შემდეგ „ბაზელი“ და „გალათასარაიც“ ჩაერთვნენ და გვარიანი თანხაც შეგროვდა.

რაც შეეხება „ევერტონს“, მათ გასული სეზონის დასვკნით ნაწილში, მაისურებიდან შემოსული 250 000 გირვაქნა უკრაინისათვის დასახმარებელ ფონდში გადარიცხეს.

მოკლედ, ცივილიზებული სამყარო რუსეთის წინააღმდეგ, დუბლი უთვალავი!

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფლიკიდან კადრიმდე: მუნდიალის მწვრთნელების ხელფასები

ტოჩინოშინი ივლისის ბაშო მე-4 დღეს დამარცხდა