საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევში ლიდერი შოტლანდია ვერ შეაჩერა. სქოთებმა 4-დან მე-4 მატჩიც მოიგეს და 12 ქულით ჯგუფში მყარად არიან პირველ ადგილზე. ეს იშვიათი სცენარის შეხვედრა იყო, რომელიც წვიმის გამო არაერთხელ გადაიდო და ბოლოს მაინც შედგა. მიუხედავად სირთულეებისა, გამარჯვებული გუნდის მწვრთნელი მაინც კმაყოფილი დარჩა.
სტივ კლარკი:
„ეს სიურეალისტური მატჩი გახლდათ. ყველაზე რთული პირველი შეჩერება იყო, როცა ყველა ემზადებოდა, მაგრამ მივხვდით, რომ თამაშის ჩაშლა რეალური იყო. ასეთ არაორდინალურ პირობებში სათამაშო განწყობა შევინარჩუნეთ. მსურს, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მოედნის გაწმენდაში მონაწილეობდა.
სამი შეხვედრა შინ ვითამაშეთ და ერთიც ნორვეგიაში. ჩვენი მიზანი იყო ქულათა მაქსიმუმი აგვეღო და ეს მოვახერხეთ. ვინმეს რომ ეთქვა, პირველ ოთხ თამაშში 12 ქულას მოვაგროვებდით, არავინ დაიჯერებდა. შესარჩევის მეორე ნაწილში სამი გასვლითი მატჩი გვაქვს და არანაკლებ რთული საშინაო თამაში ნორვეგიასთან.
საქართველოსთან გამარჯვებით ევრო 2024-ს მივუახლოვდით, მაგრამ ჯერ კიდევ გვჭირდება ქულები“.
GIPHY App Key not set. Please check settings