in

ფლიკიდან კადრიმდე: მუნდიალის მწვრთნელების ხელფასები

ბრიტანულმა Finance Football-მა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრები გუნდების მწვრთნელების წლიური ხელფასები დაითვალა და ამის მიხედვით რეიტინგი შეადგინა.

ყველაზე კარგი ხელფასი ჰქონია გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ჰანს-დიტერ ფლიკს. ყველაზე ცოტას უხდიან ტუნისის ნაკრების მწვრთნელ ჯალელ კადრის – 130 ათასი ევრო წელიწადში.

ყატარის მუნდიალზე გასული გუნდების 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი:

ჰანს-დიტერ ფლიკი (გერმანია) – 6.5 მლნ
გარეტ საუთგეიტი (ინგლისი) – 5.8 მლნ
დიდიე დეშამი (საფრანგეთი) – 3.8 მლნ
ტიტე (ბრაზილია) – 3.6 მლნ
ლუი ვან გაალი (ნიდერლანდები) – 2.9 მლნ
ხერარდო მარტინო (მექსიკა) – 2.9 მლნ
ლიონელ სკალონი (არგენტინა) – 2.6 მლნ
ფელიქს სანჩეს ბასი (ყატარი) – 2.4 მლნ
ფერნანდო სანტუში (პორტუგალია) – 2.25 მლნ
მურატ იაკინი (შვეიცარია) – 1.6 მლნ

მილიონზე მეტი აქვთ პაულო ბენტოს (სამრეთ კორეა), გრეჰემ არნოლდს (ავსტრალია), გრეგ ბერალტერს (აშშ), რობერტო მარტინესს (ბელგია), კასპერ ჰიულმანდს (დანია), ლუის ენრიკეს (ესპანეთი), ჰარბი რენარდს (საუდის არაბეთი), ჰაიმე მორიასუს (იაპონია).

სრული მონაცემების ხილვა აქ შეგიძლიათ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰალი მთავარმა ვარსკვლავმა დატოვა

ევერტონი და კიევის დინამო ამხანაგურ მატჩს გამართავენ: ინგლისელთა ღირსეული ჟესტი