მოსკოვის „დინამოს“ მცველმა საბა საზონოვმა, რომელიც საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების წევრია, შესაძლოა კარიერა გერმანიაში, ამ ქვეყნის ტრადიციულ გუნდში გააგრძელოს. საუბარია „ჰამბურგზე“, რომელიც ამჟამად მეორე ბუნდესლიგაშია და წელს სულ მცირე დააკლდა მთავარ ბუნდესლიგაში დასაწინაურებლად.
მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
გასულ სეზონში საზონოვმა მოსკოვის „დინამოში“ 24 მატჩი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა. საბა ამჟამად საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება.
შეგახსენებთ, 2022 წელს, მცირე ხნით „ჰამბურგში“ იჯარით თამაშობდა გიორგი ჩაკვეტაძე.
GIPHY App Key not set. Please check settings