საქართველოს პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაციით, ლუკა პარკაძე გერმანიაშია და სეზონისთვის მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ გუნდში მოემზადება.
პარკაძე „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. „ბაიერნმა“ მასთან ხუთწლიანი კონტრაქტი 2022 წლის 17 აგვისტოს გააფორმა, მაგრამ რადგან არასრულწლოვანი იყო და ევროკავშირის ქვეყანაში თამაშის უფლება არ ჰქონდა (როგორც არაევროკავშირელს), ერთი წლით საქართველოში დარჩა. ჯერ „დინამო თბილისში“ თამაშობდა, შემდეგ კი იჯარით „გაგრაში“ გადავიდა.
ახალგაზრდა ნახევარმცველი საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებები წევრი იყო. გერმანული სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ი მის ტრანსფერს 150 000 ევროდ აფასებს.
ლუკა პარკაძის გერმანულ გრანდში ტრანსფერი ქართულმა სამენეჯერო სააგენტომ, FA PLAYERS AGENTS-მა (გუგა კაჭახიძე, მალხაზ მუსერიძე, გიორგი ფოფხაძე) განახორციელა.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პარკაძე თავიდან „ბაიერნის“ დუბლშემადგენლობასთან ერთად ივარჯიშებს, სეზონისწინა შეკრებას კი „ბაიერნის“ მთავარ გუნდთან გაივლის და მისი ამბავი ამის შემდეგ გადაწყდება – ან მთავარ გუნდში დარჩება, ან სხვა კლუბში იჯარით ითამაშებს.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings