“მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვარ. ხუთი წელი ვიცხოვრე აქ და მეორე სახლივით იყო. ბოდიში იმ ფინალური მატჩის შედეგისთვის, მაგრამ ეს ფეხბურთია. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ საქართველოს. ახლა ჩვენ მეტოქეები ვართ, თუმცა ჩემი აქ ჩამოსვლა ემოციურია.
ჩაკვეტაძე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ ის ფაქტობრივად, ორი წელი იყო ფეხბურთის გარეშე. მე ვუყურებდი მის თამაშებს, ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენთანაა. როცა გიორგი ფიზიკურად ბოლომდე მზად იქნება, ძალიან გამოგვადგება.
GIPHY App Key not set. Please check settings