in

შენგელიას ვირტუსმა ფინალში ანგარიში გაათანაბრა

იტალიის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ საკუთარ მოედანზე „მილანი“ 93:89 დაამარცხა და 2-მატჩიანი ჩამორჩენის შემდეგ საერთო ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

შეხვედრა მეტად დაძაბული გამოვიდა. სამი პერიოდის განმავლობაში მასპინძლები დამაჯერებლად თამაშობდნენ და მეოთხე რაუნდის წინ 13 ქულითაც დაწინაურდნენ. თუმცა მილანელებმა ძირითადი დროის ბოლოს ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.

შენგელიამ 37 წუთში 9 ქულა (9-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 6-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა, 2-ჯერ ჩაჭრა და ამდენივეჯერ დაკარგა ბურთი.

მე-5 შეხვედრა 19 ივნისს მილანში გაიმართება. სერია ოთხ მოგებამდეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

აუცილებლად უნდა მოვიგოთ: წარმატებული სეზონის გამო ბიჭები ხასიათზე არიან

ქეცბაია აპირებს საქართველოს სივრცე შეუზღუდოს: ფავორიტები არც ჩვენ ვართ და არც საქართველო