in

აუცილებლად უნდა მოვიგოთ: წარმატებული სეზონის გამო ბიჭები ხასიათზე არიან

საქართველოს ნაკრები დღეს საღამოს ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მეორე მატჩს გამართავს. ჩვენი მეტოქე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსია. საქართველო ამ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებას გეგმავს და ამაზე პირდაპირ ისაუბრა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა. იმედიანად არიან ჩვენი გუნდის ფეხბურთელებიც.

მიზანი გამარჯვებაა: ქეცბაია რითი უნდა გავაკვირვო – სანიოლი შეკრებით კმაყოფილია

ოთარ კიტეიშვილი:
„რთული პერიოდის შემდეგ ნაკრებში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ხშირად ვიღებდი ტრავმას სანაკრებო შეკრების წინ, რაც ძალიან დასანანი იყო ჩემთვის. მიხარია, რომ უკეთეს კონდიციაში ვარ. ბევრი თამაში ჩავატარე ტრავმის შემდეგ და კარგ ფორმაში ვარ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სანაკრებო თამაშებისთვის. მნიშვნელოვანია, როდესაც სეზონი წარმატებულია გუნდისთვის. შტურმთან ერთად თასი მოვიგე და ბევრი ფეხბურთელი გვყავს გუნდში, ვინც სეზონი წარმატებით ჩაატარა. ეს დადებით გავლენას ახდენს გუნდზე და უკეთეს ატმოსფეროს ქმნის“.

გურამ კაშია:
„აუცილებლად უნდა მოვიგოთ და ჯგუფში გავიმყაროთ მდგომარეობა, საიდანაც გვექნება მეორე ადგილისთვის ბრძოლის შანსი. ახლა მხოლოდ კვიპროსთან თამაშზე ვფიქრობთ. მოსამზადებელი პერიოდი კარგად გამოვიყენეთ, ყველა ჯანმრთელადაა, ყველა მზად არის სათამაშოდ და ვფიქრობ საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს“.

გიორგი მიქაუტაძე:
„მნიშვნელოვანი სეზონი იყო, ბევრი გოლი გავიტანე, ლიგა ერთში გადავედი მეცთან ერთად. ახლა ნაკრებში ვარ, რომ საქართველოს დავეხმარო და მოვიგოთ თამაშები“.

კვიპროსი – საქართველოს მატჩი დღეს, 17 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიზანი გამარჯვებაა: ქეცბაია რითი უნდა გავაკვირვო – სანიოლი შეკრებით კმაყოფილია

შენგელიას ვირტუსმა ფინალში ანგარიში გაათანაბრა