in

მესიმ კარიერის ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა, დარჩა მარტო 1 წუთი: ნაკრებიდან ვერ წავალ

ლეო მესიმ კარიერაში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.

არგენტინის ნაკრების შემტევმა ანგარიში გახსნა ავსტრალიასთან ამხანაგურ შეხვედრაში (2:0). გოლი თამაშის დაწყებიდან 1 წუთსა და 19 წამში გავიდა.

ეს არის ლეოს კარიერაში ყველაზე სწრაფად გატანილი გოლი. აქამდე საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა 2018 წელს, როდესაც „ჩელსის“ 2 წუთსა და 7 წამში გაუტანა.

გამოდის, რომ მესიმ პირველად გაიტანა გოლი მე-2 წუთზე. ახლა ისეა საქმე, რომ მის ანგარიშზე მხლოდ პირველ წუთზე გატანული გოლი არ არის.

მესიმ TV Publica-ის ეთერში ბევრ რამეზე უსაუბრა და მათ შორის იმაზე, რომ შესაძლო იყო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ნაკრებიდან წასულიყო:

„მსოფლიო ჩემპიონატიდან ასეთი სიამოვნება იმიტომ მივიღე, რომ ვიცოდი ის ბოლო იქნებოდა. მართალი გითხრათ, ალბათ ნაკრებში აღარ ვიქნებოდი, მუნდიალი რომ არ მოგვეგო.

არ შეიძლება, რომ საკლუბო და ინდივიდუალურ დონეზე ყველაფერი მომეგო და ნაკრებში გამარჯვებისთვის ვერ მიმეღწია.

მაგრამ ახლა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ვარ, არ შემიძლია ნაკრებიდან წასვლა, უნდა დავტკბე“.

24 ივნისს მესი 36 წლის გახდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩავიდნენ: რა გეგმებია დღეისათვის

ახლა მაკგრეგორი: მებრძოლს გაუპატიურებაში დასდეს ბრალი – ნბა-ს მატჩზე გოგო ტუალეტში ძალით შეიყვანა და…