საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი 25 ფეხბურთელის შემადგენობით ქალაქ ლარნაკაში ჩავიდნენ. შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე ქართველი ფეხბურთელები დღეს, 16 ივნისს ივარჯიშებენ.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.
16 ივნისის განრიგი კვიპროსის დროით – აეკ არენა, ლარნაკა
17:00 – კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
17:30 – კვიპროსის ნაკრების ვარჯიში
18:30 – საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია
19:00 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ივნისის მატჩებისთვის:
მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, თეირანი, ირანი), ლაშა დვალი („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი), ჯიმი ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო), ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ლუკა გაგნიძე („დინამო“, მოსკოვი, რუსეთი), საბა ლობჟანიძე („კარაგუმრუკი“, სტამბოლი, თურქეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი)
GIPHY App Key not set. Please check settings