in ,

ნიდერლანდებმა იაპონიასთან ითამაშეს და საბოლოო განაცხადი თქვეს

ევრო 2023-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ნიდერლანდების ახალგაზრდულმა ნაკრებმა ავსტრიაში მოაწყო შეკრება, სადაც ამხანაგურ შეხვედრაში იაპონიის ოლიმპიურ გუნდს შეხვდა. თამაში 0:0 დასრულდა.

მთავარმა მწვრთნელმა ერვინ ვან დე ლოიმ კი ევრო 2023-ის საბოლოო 23-კაციანი განაცხადი წარადგინა.

ნიდერლანდებმა ბოლო მომენტში ეროვნული გუნდიდან „ანდერლეხტის“ მეკარე ბარტ ვერბრუგენი და ამსტერდამის „აიაქსის“ თავდამსხმელი ბრაიან ბრობი დაიმატეს. აღსანიშნავია, რომ ლევერკუზენის „ბაიერის“ მცველმა ჯერემი ფრიმპონგმა ახალგაზრდულში თამაშზე უარი თქვა.

ევრო 2023-ზე ნიდერლანდების ახალგაზრდული ნაკრების განაცხადი ასეთია:

მეკარეები: იასპერ შენდელაარი („ზვოლე“), ბარტ ვერბრუგენი („ანდერლეხტი“), ჩელ შერპენი („ვიტესი“).

მცველები: დევაინ რენში („აიაქსი“), იან-პოლ ვან ჰეკე („ბრაიტონი“), იან მაატსენი („ბარნლი“), სეპ ვან დენ ბერგი („შალკე 04“), მილან ვან ევეიკი („ჰერენვენი“), კვილინდში ჰარტმანი („ფეიენორდი“), მიკი ვან დე ვენი („ვოლფსბურგი“)

ნახევარმცველები: კენეტ ტეილორი („აიაქსი“), სვენ მეინანსი („არიზონა“), ვაუტერ ბურგერი („ბაზელი“), რაიან გრავენბერხი („ბაიერნი“), კვინტენ ტიმბერი („ფეიენოორდი“), ლუდოვიტ რეისი („ჰამბურგი“), იურგენ ეკელენკამპი („ანტვერპენი“)

თავდამსხმელები: ბრაიან ბრობი („აიაქსი“), ჯოშუა ზირკზე („ბოლონია“), კრისენსიო სამერვილი („ლიდსი“), ტიის დალინგა („ტულუზა“), ელიას ტავსანი („ნაიმეგენი“), მილიონ მანჰოფი („ვიტესი“).

საქართველო ნიდერლანდებს ჯგუფის ბოლოო, მესამე მატჩში შეხვდება, 27 ივნისს. ნიდერლანდელები ყველა მატჩს თბილისში გამართავენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვირტუსმა მოიგო და სხვაობა შეამცირა, შენგელიამ 4 ქულა აიღო

პორტუგალიამ საბოლოო შეარჩია: რამდენიმეს ჩვენები უნდა იცნობდნენ